გიორგი ლეონიძე – „მე მიყვარს”

მე მიყვარს მომსკდარ კვირტის სიმღერა

და არა ტაში ფოთოლცვენისა;

თუ მემომენისლა, მით უფრო მიყვარს,

ო, როგორ მიყვარს ჩემი ძნელი გზა.

* * *

მე მიყვარს მეხთა მრავალჟამიერ,

მე ჩანჩქრის შხეფი მკერდს მიმტვრიანებს,

ყოველ სიხარულს, გინდაც წამიერს,

გულში ზეიმად დავიტრიალებ…

კომენტარის დატოვება