შოთა ნიშნიანიძე – „ოქრო”

ოქროს მალავდნენ მთელი ცხოვრება,

ზოგი ვინ იცის სად არ მალავდა:

სკივრში, კედელში, ზოგიც ყორესთან,

ზოგი სახლის ქვეშ, ანდა მარანთან.

* * *

მიწაში ეგდო გაუქმებული,

ურიცხვ მონეტად, ურიცხვ ტალანტად…

მაგრამ ქვეყანა არ დავსებულა,

რამეთუ ზოგი სულში მალავდა.

კომენტარის დატოვება