იცით თუ არა, რომ?!
1. იტალიაში, კერძოდ კი კუნძულ სიცილიაზე არსებული საყოველთაოდ ცნობილი ვულკანის – ეტნას ფერფლი, ერთი მეტად უჩვეულო და იშვიათი თვისებით გამოირჩევა: მასზე საოცრად კარგად ხარობს ვაზი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული გენიალური გერმანელი პოეტი – ჰაინრიხ ჰაინე იმდენად აღაშფოთა საზღვარზე გერმანელი მესაზღვრების მიერ მისი ბარგის საგულდაგულო ჩხრეკამ, რომ ერის საამაყო შვილმა რამდენიმე ხანში მათ გესლით გაჯერებული ლექსიც კი მიუძღვნა.
* * *
3. „იგი მელიისა და ვეფხვის შერეული ჯიშიაო”. – ასე ამბობდა ფრანგი ხალხი საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინამძღლის – მაქსიმილიან რობესპიერის შესახებ.
* * *
4. სპარტელები იმდენად ეთაყვანებოდნენ სინათლისა და ხელოვნების ძველ ბერძნული მითოლოგიის ღმერთს – აპოლონს,რომ მის საპატივცემულოდ გამართულ დღესასწაულებზე ამ მეომარ ხალხს ომის წარმოებაც კი ეკრძალებოდათ.
* * *
5. საფრანგეთის ერთ პატარა სოფელში – ფერნეში (რომელსაც დღეს ქალაქ ფერნე-ვოლტერის სახელით ვიცნობთ) დასახლებისთანავე, თავისი ათეისტური რელიგიური მსოფლმხედველობით გამორჩეულმა დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა – ვოლტერმა – ტაძარი ააგო, რომლის შესასვლელზეც შემდეგი სახის წარწერა გააკეთებინა ოსტატებს: „ღმერთს აუგო ვოლტერმა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „გენერლების მწერალი”. – ასე მოიხსენიებდა აკაკი წერეთელი გრიგოლ ორბელიანის ბიოგრაფს, ცნობილ ქართველ ლიტერატორსა და პუბლიცისტს – იონა მეუნარგიას.
* * *
7. „მომეცით გამოთაყვანებული ცხოველი, და მე მას მტაცებელ ნადირად გადავაქცევო”. – ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – ონორე გაბრიელ მირაბო.
* * *
8. ცნობილია,რომ დიდებული „ცისფერყანწელი” პოეტები – ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი შესანიშნავი მეგობრები იყვნენ. ისინი იმდენად ხშირად იყვნენ ერთად ,რომ ერთმანეთს – „სიამის ტყუპებს” ეძახდნენ.
* * *
9. ეკვატორზე ყოველთვის ზაფხულია და დღისა და ღამის ტემპერატურებიც დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
* * *
10. „სამასი ათასი დასაჭერად თუ დამსდევს, სამას ერთი ათასი დამიფარავსო”. – ასე ბაქიაობდა „ხალხის მეგობრად” წოდებული საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – ჟან-პოლ მარატი დევნის ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)