ვოლტერი – „ეპიზოდი”
„ – ვინ არის ფილოსოფოსი?” – კითხულობდა თავის დროზე დიდი ფრანგი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის – ვოლტერის (1694-1778 წლები) შესახებ მისი ერთ-ერთი მოძულე და მოწინააღმდეგე კრიტიკოსი: „ისაა ერთგვარი არაკაცი, რომელიც არაფრით დაკავშირებული არაა არც ზნე-ჩვეულებასა და წესიერებასთან, არც პოლიტიკასა და რელიგიასთან: ყველაფერს უნდა ელოდე ამ ვაჟბატონისაგან”.
ამ თავხედური და შეურაცხმყოფელი გამოსვლის საპასუხოდ ვოლტერმა შემდეგი სახის განაცხადება გააკეთა: „ – საჭიროა, რომ ფილოსოფოსებს ორი ან სამი ბუნაგი ჰქონდეთ მიწის ქვეშ, რათა თავი დაიცვან ძაღლებისაგან, რომელნიც მათ უკან მისდევენ ყეფით”. – (ავტორი გენია.ჯი)