„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დაავალეთ თითოეულ ადამიანს თავისი თავგადასავალი გიამბოთ და თუ მათ შორის შეხვდებით თუნდ ერთსაც კი, რომელიც ხშირად თავის ბედს არ სწყევლიდეს და თავის თავს ყველაზე უბედურ ადამიანად არ სთვლიდეს, მაშინ ზღვაში თავდაყირა გადამკიდეთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებმა ბუნება ნაწილბრივ შებღალეს, რადგან ისინი სრულიადაც არ დაბადებულან მგლებად, რადაც შემდეგში გადაიქცნენ. ღმერთმა მათ არც ოცდაოთხგირვანქიანი ლულები უბოძა და არც ხიშტები; მათ კი ერთმანეთის გასაჟლეტად ხიშტები და ლულები გამოიგონეს”.
* * *
„რა უნდა იყოს იმაზე მეტი სისულელე, რომ დაუსრულებლად გინდა ატარო ტვირთი, რომლის მიწაზე დაგდება გსურს ყოველთვის? გძულდეს შენი თავი და უფრთხილდებოდე მას?”
* * *
„ძალაუფლება ყველა ფილოსოფოსთა აზრით, ძლიერ სახიფათოა, რადგან ბოლოს და ბოლოს ეგლონი, მოაბიტთა მეფე, აოდმა მოჰკლა; აბესალომი ხეზე საკუთარი თმით ჩამოეკიდა და სამი შუბით განგმირეს; მეფე ნადიბი, იერობოჰამის ძე, ბაზამ მოჰკლა, მეფე ელა – ზამბრიმ, ოქოზია – იეჰუმ, ატალია – იოადმა; მეფეები – იოაქიმი, იექონია და სედეკია, მონებად ჩავარდნენ; თქვენ იცით, როგორ დაიღუპნენ – კრეზი, ასტიაგი, დარიუსი, დიონისე სირაკუზელი, ჰანიბალი, იულიუს კეისარი, რიჩარდ II, მარია სტიუარტი. თქვენ იცით”…
* * *
„ადამიანები მთელ თავის დროს უაზრო კამათს ანდომებენ. იანსენისტები იბრძვიან მოლინისტების წინააღმდეგ, პარლამენტის ხალხი ეკლესიის ხალხის წინააღმდეგ, კალმოსნები კალმოსნების წინააღმდეგ, კარისკაცები კარისკაცების წინააღმდეგ, ფინანსისტები ხალხის წინააღმდეგ, ცოლები ქმრების წინააღმდეგ, ნათესავები ნათესავების წინააღმდეგ; ეს არის მარადიული ბრძოლა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ადამის ბაღში მოთავსებული იყო სამუშაოდ; რაც ამტკიცებს, რომ ადამიანი განცხრომისთვის არ არის შექმნილი”.
* * *
„მკვდრეთით აღდგომა ჩვეულებრივი ამბავია ქვეყანაზე. ყველაფერი აღდგება ხოლმე ამ ქვეყანაზე: მუხლუხები ცოხლდებიან პეპლებად, მიწაში ჩაგდებული ნაყოფი ხედ აღდგება ხოლმე, მიწაში დამარხული ცხოველები – მცენარეებად. ისინი ჰკვებავენ სხვა ცხოველებს, რომელთა არსებობის შემადგენელ ნაწილებად იქცევიან თავის დროზე. სხეულის ყოველი ნაწილი სხვადასხვა არსებად იქცევა”.
* * *
„სჯობდა სულ არ გვქონოდა კანონები და ყური დაგვეგდო ბუნებისათვის, რომელმაც გულში ჩაგვინერგა სამართლიანობის და უსამართლობის შეცნობა, ვიდრე საზოგადოება დაგვემორჩილებინა ამ არაჰუმანური კანონებისათვის”.
* * *
„არსებობენ ქვეყნები, სადაც ფიქრობენ, რომ ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ის სულელიაო”.
* * *
„ორჯერ დაბადება უფრო გასაოცარი არ არის, ვიდრე ერთხელ დაბადება”. – (ავტორი გენია.ჯი)