ჟიულ ვერნი – „ეპიზოდი”
თავისი პირველი ოფიციალური ხელშეკრულება გამომცემლებთან, კლასიკური სათავგადასავლო რომანის გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ჟიულ გაბრიელ ვერნიმ (1828-1905 წლები) – 1863 წელს გააფორმა. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორსა და გამომცემელს შორის გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი მწერალს პირობად წელიწადში არანაკლებ სამი ნაწარმოების დაწერას უყენებდა. თავის მხრივ კი, დიდი მწერალი თითოეულ ნაწარმოებში ჰონორარის სახით გამომცემელისაგან გარანტირებულ 1 900 ფრანკის მიღების პირობას იღებდა. მას შემდეგ გავიდა სულ რაღაც 8 წელიწადი… და ახლა უკვე, სახელგანთქმულ ლიტერატორს თითოეულ რომანში მინიმუმ 6 000 ფრანკს უხდიდა იგივე საგამომცემლო სახლი. – (ავტორი გენია.ჯი)