უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ გაერთიანებული სამეფოს ლეგენდად ქცეულმა პრემიერ-მინისტრმა – სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილმა (1874-1965 წლები), რომლის ლიტერატურულ შემოქმედებასაც დიდ შეფასებას აძლევენ სპეციალისტები, ბევრად უფრო მეტი ნამუშევარი გამოაქვეყნა, ვიდრე თვით ისეთმა ნაყოფიერმა ბრიტანელმა ლიტერატორმა-კორიფეებმა,როგორებიც იყვნენ - სერ უოლტერ სკოტი და ჩარლზ დიკენსი. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ისიც,რომ ჩერჩილის ჰონორარი,რომელსაც იგი თავისი ლიტერატურული მოღვაწეობიდან იღებდა, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ისეთი შემოსავლიანი ამერიკელი მწერლისა, როგორიც იყო – ერნესტ მილერ ჰემინგუეი. აქვე გავითვალისწინოთ ისიც,რომ მოგვიანებით, ნობელის პრემიის კომიტეტმა ორი ლიტერატორი კანდიდატიდან (ჩერჩილი და ჰემინგუეი) არჩევანი სწორედ რომ ჩერჩილზე გააკეთა და არა ჰემინგუეიზე (რამდენიმე ხანში ჰემინგუეი მაინც დაჯილდოვდა ნობელის პრემიით), რის გამოც მრავლისმეტყველად შენიშნავდნენ კიდეც – „საკვირველია, თუმცა ფაქტია, ჩერჩილმა ჰემინგუეი ლიტერატურულ ასპარეზზე დაამარცხაო”. – (ავტორი გენია.ჯი)