ვოლტერი წერდა…
„გარწმუნებთ, როდესაც დედამიწის ამ ბურთს ვუმზერ ან, უფრო სწორედ, ამ ბურთულას, მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა იგი რომელიღაც ბოროტ არსებას მიუტოვა; მე ჯერ არ მინახავს ქალაქი, რომელიც მეზობელი ქალაქის დანგრევას არ ნატრობდეს, არც ოჯახი, რომელსაც რომელიმე სხვა ოჯახის განადგურება არ სურდეს. ყველგან სუსტებს ძლიერები ეზიზღებათ და მაინც მათ ფერხთა მტვერს ლოკავენ, ძლიერნი კი სუსტებს ეპყრობიან ვით ცხვრის ფარას, რომლის მატყლსა და ხორცს ჰყიდიან. ადამიანებს შური, ზრუნვა და მოუსვენრობა უფრო მეტად ნთქავთ, ვიდრე ალყაშემორტყმული ქალაქის მცხოვრებლებს – გაჭირვება”. – (ავტორი გენია.ჯი)