ანტონ ჩეხოვის დაკრძალვის ცერემონიალი
ალბათ, ვერავინ ვერასოდეს წარმოიდგენდა გენიალური რუსი მწერლისა და დრამატურგის - ანტონ ჩეხოვის ცხედრის ხილვას „ხამანწკების” გადასაზიდ ჭუჭყიან მწვანე ვაგონში . იმ ჭუჭყიან მწვანე ვაგონში, რომელიც გერმანული კომუნიდან – ბადენვაილერიდან ჩავიდა რუსეთში და, რომლის კარებზედაც დიდი ასოებით ეწერა – „ხამანწკებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური ვერსიის თანახმად, სახელოვანი რუსი მწერლის ცხედარი ხამანწკებისათვის განკუთვნილი ვაგონით სამშობლოში იმიტომ ჩაასვენეს, რომ ის ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება იყო, რომელსაც კონდიცირების სისტემა გააჩნდა, რაც ესოდენ აუცილებელი იყო ცხედრისათვის. ამ ოფიციალურ ვერსიას კიდევ ირწმუნებდა ადამიანი, რომ არა სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი უკიდურესი უყურადღებობა, რაც ცხედრის სამგლოვიარო დახვედრის ცერემონიალმაც ცხადყო. იმ მცირერიცხოვანი ადამიანების ნაწილი, რომლებიც მწერლის ცხედარს დახვდნენ რკინიგზის სადგურში, იმავე სადგურზე მანჯურიიდან ჩამოსვენებული გენერალ – კელერის კუბოს გაჰყვა შეცდომით (მის ცხედარს ჩეხოვის ცხედრისაგან განსხვავებით, უამრავი ადამიანი დახვდა სადგურში. ქვემოთ განთავსებული სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვირწმუნებთ,რომ მწერლის ცხედარს ბევრი ადამიანი დახვდა, თუმცა ის მრავალრიცხოვანი ხალხი, რომელიც სურათზეა გამოსახული, სინამდვილეში გენერალ – კელერის ცხედარს დახვდა და არა ჩეხოვისას). მათთვის შეცდომა აშკარად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სამხედრო ორკესტრმა დაუკრა ერთ-ერთი სამგლოვიარო რექვიემი. (ავტორი გენია.ჯი) ისინი გააკვირვა იმ გარემოებამ, რომ ჩეხოვს სამხედრო ორკესტრის მუსიკის თანხლებით კრძალავდნენ. თავილმხიხლველთა მტკიცებით, ზოგიერთ გულმხიარულს ამის გათვითცნობიერებამ ღიმილი, ზოგიერთს კი ხითხითიც მოჰგვარა. იგივე თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, დიდი მწერლის სამგლოვიარო პროცესიას სულ რაღაც ასიოდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის ყოფილა ორი ადვოკატი. ორივეს სასიძოსავით ახალი ფეხსაცმელი ეცვა და ბრჭყვიალა ჰალსტუხი ეკეთა. ერთი მათგანი, გვარად – მაკლაკოვი ძაღლების ჭკუაზე ლაპარაკობდა, მეორე, უცნობი კი, თავისი აგარაკის მოწყობილობას და მისი მიდამოების პეიზაჟის სილამაზეს აქებდა. ლილისფერ კაბაში გამოწყობილი რომელიღაც მანდილოსანი, რომელსაც არშიიანი ქოლგა ეჭირა, რქისსათვალიან მოხუცს არწმუნებდა:
- აჰ, საოცრად საყვარელი და ძალზე ჭკუამახვილი იყო…”
დღე იყო ცხელი, მტვრიანი. პროცესიას წინ მედიდურად მიუძღოდა მსუქანი უბნის ზედამხედველი, რომელიც თეთრ ნაპატივებ ცხენზე იჯდა.
…სამწუხაროდ, როგორც ბევრ შემთხვევაში, ანტონ ჩეხოვსაც სხვა გენიოსთა დარად წილად ხვდა ესოდენ უხამსი დაკრძალვის ცერემონიალი. ისეთი ცერემონიალი,რომელიც მართლაც რომ არ შეეფერებოდა ისეთი დიდი და ფაქიზი ლიტერატორის ხსოვნას, როგორიც „შურისმგებელის” გენიალური ავტორი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)