ჟოზეფ გილიოტენი & ანდრე შენიე
ანატომიის ფრანგი პროფესორის – ჟოზეფ იგნას გილიოტენის (1738-1814 წლები) მიერ შექმნილმა საკვდილით დასჯის ახალმა იარაღმა, რომელსაც თავად ავტორმა – „ლუიზეტა”, ხოლო ენამახვილმა ფრანგმა ხალხმა – „გილიოტინა” უწოდა, დიდად განარისხა ისეთი სახელოვანი ფრანგი პოეტი, როგორიც გახლდათ – ანდრე მარი დე შენიე (1762-1794 წლები). (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ, გილიოტენი ხმამაღლა აკრიტიკებდა შენიეს შემოქმედებას. განსაკუთრებით კი მის კრიტიკას „ნარშავის” პოეტური ქმნილებების რიგი თავები იწვევდნენ.
- ისინი თქვენზე მოწყალენი არიან, – განუცხადა ერთ დღეს გილიოტენმა პოეტს. – თქვენი პოეტური მოძრაობა მათრახია, ჰკვეთს თავს ყოვლად უდანაშაულო ნარშავს, ჩემი მანქანა კი კაცობრიობის ყანაში ამოსულ სარეველას ჰვეთს თავს. თქვენ ამ დარტყმით ღეროს ნახევრად ამტვრევთ, ჩემი მანქანა კი სწრაფად და უნაკლოდ ჭრის, გარწმუნებთ, სიკვდილის შიში – უგუნური და შეუსაბამო შიშია, რადგან ჩემი მანქანა ადამიანს მაცოცხლებელი სიგრილის წამიერ შეგრძნებას ანიჭებს და ამავე დროს არავითარ ტკივილს არ აყენებს.
- ნამდვილი ურჩხული ხართ! ასეთი საზიზღარი მანქანისათვის ამდენი დროს დაკარგვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ გულში ჯოჯოხეთს ატარებ, მე რომ დარწმუნებული ვიყო თქვენს სიმართლეში, ვითომ ჩემი ლექსები გასვენებდნენ ამ ბარბაროსული მუშაობის შუალედებში, არც ერთ სტრიქონს არ დავწერდი. მე მოვერიდებოდი თქვენთან შეხვედრას. – შეეპასუხა შენიე.
- თქვენ უმადური ხართ, – უთხრა გილიოტენმა. – მანქანის ერთი ნახაზი 1789 წლის 28 ნოემბერს ეროვნულ საკრებულოს გადავეცი. ამ საკითხზე არასოდეს მიმუშავნია საგანგებოდ. მილანის ერთ-ერთ ძველ ქრონიკაში ჰერცოგ სფორცის სასაკლაოს ნახაზი ვიპოვე. ისინი ძალიან კარგი ყასბები იყვნენ, ჩინებული ლომბარდიელი მესაქონლეები, – მე მხოლოდ გავაუმჯობესე ძველი მილანური მანქანის ნახაზები. (ავტორი გენია.ჯი) ეროვნულმა საკრებულომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ჩემს ნახაზებს, ხალხს სიცოცხლეს კი არ ასალმებდნენ, – ამახინჯებდნენ ძველი ბარბაროსული ხერხებით. ახლა კი სამშობლოს ხსნისათვის ან სკოლა უნდა გავხსნათ ჯალათი ბუმბერაზებისათვის, ან ჩემი მანქანა ავამუშაოთ, რომელსაც ბავშვიც კი გაართმევს თავს. – მიუგო გილიოტენმა.
- თქვენ ურჩხული ხართ, ნამდვილი ურჩხული, რომელიც საზიზღარი გამოგონებით ტრაბახობთ. თქვენი დანები ჯიჯგნის ადამიანის სხეულს, სისხლს სწურავს მათ, ნათვლად იმისა, რომ სხვა უკეთეს სამყაროში გადასვლისას ადამიანისათვის შეღავათი მიეცა.
- აქ კი მართალი ხართ, – ჩაილაპარაკა ღრმად ჩაფიქრებულმა გილიოტენმა და ჰუმანისტ პოეტთან კამათს წერტილი დაუსვა. – (ავტორი გენია.ჯი)
ანდრე შენიე