ტიბერიუსი – „ეპიზოდი”
რომის იმპერიის რიგით მეორე იმპერატორი იულიუს-კლავდიუსების დინასტიიდან – ტიბერიუს კლავდიუს ნერონი (ძვ.წ.აღ-ით 42 – ახ.წ.აღ-ით 37 წლები), რომის სხვა იმპერატორებისაგნ განსხვავებით, ღმერთების თაყვანისცემაზე ნაკლებ მზრუნველობას იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) სამაგიეროდ, ამ უზარმაზარი იმპერიის მმართველი ასტროლოგიის თავდადებული მიმდევარი იყო და მტკიცედ სწამდა, რომ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ – ბედისწერა განაგებდა ამ ქვეყნად. ტიბერიუსს, რომლის „ყოვლისშემძლეობის” შესახებაც მრავალი ლეგენდა იყო ხალხში გავრცელებული, ბუნებისათვის დამახასიათებელი ერთი მეტად ჩვეულებრივი მოვლენა – ჭექა-ქუხილი აფრთხობდა პანიკურად. მას საშინლად ეშინოდა მეხის დაცემის, რის გამოც, როდესაც ცაზე მისთვის ავადსახსენებელი შავი ღრუბლები გამოჩნდებოდა, იმპერატორი ყოველთვის დაფნის გვირგვინს იდგამდა თავზე, რადგან იგი დარწმუნებული იყო, რომ დაფნის ხის ფოთლებს მეხი არ ეცემოდა. – (ავტორი გენია.ჯი)