ტიციანი – „ეპიზოდი”

გენიალური იტალიელი მხატვრის – ტიციანო ვეჩელის (1488-1576 წლები) ბიოგრაფები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ ვენეციური სახვითი სკოლის ტიტანს, მაშინ როდესაც მისი სახელი, როგორც დიდი შემოქმედისა, საყოველთაოდ გახდა ცნობილი, ერთგვარი დაუდევრობა დასჩემდა მუშაობის პროცესში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა დაუდევრობისა, იმ პერიოდში ტიციანის მიერ დახატული შედევრებიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ მნახველზე, თითქოს ისენი სრულყოფილად დასრულებულნი არ იყვნენ. ამის დასტურად კი ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ: 1560-იან წლებში ტიციანს ვენეციაში არსებული ნეტარი ავგუსტინეს სახელობის ტაძრის საკურთხევლისათვის „ხარების” კომპოზიცია შეუკვეთეს დასახატად. გენიალურმა ხელოვანმა სურათზე მუშაობა 1565 წელს დაასრულა, რის შემდგომაც მასზე ასეთი სახის წარწერა დატოვა: „დახატა ტიციანმა”. თუმცა, შემკვეთებს მოეჩვენათ, რომ ხელოვანის ქმნილება სრულყოფილად არ იყო დასრულებელი და ამიტომაც მისგან ტილოს სიუჟეტური ვერსიის სრულყოფა მოითხოვეს. ამაყ ვენეციელს კი საპასუხოდ, სურათზე არავითარი ცვლილება არ შეუტანია. სამაგიეროდ, ტილოზე გაჩნდა კიდევ ერთი, ამჯერად მეტად მახვილგონივრული და შემკვეთებისათვის გამიზნული წარწერა: „დახატა” (ესე იგი, სურათი დასრულებულია). შესაბამისად, ტიციანის მიერ დახატულ სურათზე – „ხარება”, გაჩნდა შემდეგი ფრაზა: „ტიციანმა გააკეთა, გააკეთა”. ის, თუ რა შეფასება მისცეს შემკვეთებმა ავტორის გონებამახვილობას, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>