ავეროესი – „ეპიზოდი”
1184 წელს მაროკოს სულთნის – აბუ იაკუბის გარდაცვალებისდა მიუხედავად, ავეროიზმის ფილოსოფიური სკოლის გენიალურმა არაბმა ფუძემდებელმა, ფილოსოფოსმა და ექიმმა – იბნ რუშდიმ (1126-1198 წლები), იგივე – ავეროესმა, ახალი სულთნის – აბუ იუსუფ იაკუბის სამეფო კარზეც შეინარჩუნა დიდი გავლენა. (ავტორი გენია.ჯი) ძველი ისტორიული დოკუმენტები გვამცნობენ, რომ არაბი მოაზროვნე ყოველდღიურად საათობით იჯდა მბრძანებლის თავსასთუმალთან (ცნობისათვის, სულთნის თავსასთუმალთან დაჯდომის უფლება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებსა და უახლოეს მეგობრებს გააჩნდათ), რა დროსაც მათ შორის მრავალ ცხოვრებისეულ, ფილოსოფიურ და მეცნიერულ საკითხებზე მიმდინარეობდა სჯა-ბაასი. „მომისმინე, ძმაო ჩემო!” – ხშირად ასეთი ფორმით მიმართავდა იგი მბრძანებელს. თუმცა… 1195 წლისათვის ავეროესსა და სულთანს შორის ისე გამწვავდა ურთიერთობა, რომ იაკუბიმ „მტრად მოკიდებული უახლოესი მეგობრის” – ავეროესის ყველა ნაშრომის საჯაროდ დაწვა ბრძანა. თავად შერისხული ფილოსოფოსი კი, კორდობას სიახლოვეს მდებარე ალ-იასანში გადაასახლა. – (ავტოირ გენია.ჯი)