ნეკერჩხალი – „ეპიზოდი”
ნეკერჩხლის ფოთოლმცვენი მცენარის დიდი სახეობები თავინთი სიცოცხლის განმავლობაში, უმეტესწილად – 31 მეტრ სიმაღლემდე იზრდებიან, და ეს მაშინ, როდესაც პატარა სახეობების, მაგალითად ისეთის, როგორიცაა უმშვენიერესი – იაპონური ნეკერჩხლალი, სიმაღლით 2,5 მეტრზე მაღალი თითქმის არ იზრდება. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ნეკერჩხლის სახეობათა უმრავლესობას ზრდის ტემპი სხვადასხვაგვარი აქვს. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია ისიც,რომ შაქრის ნეკერჩხლის ზრდის საშუალო მაჩვენებელი წელიწადში – 33-დან – 61-სანტიმეტრამდე მერყეობს, ხოლო იაპონური ნეკერჩლისა კი წელიწადში 33 სანტიმეტრზე ნაკლები. ცნობისათვის, შაქრის ნეკერჩხლად წოდებული მცენარე იმდენად დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარებლობს ამერიკის ორივე კონტინენტის ქვეყნებში, რომ რამდენიმე სახელმწიფომ იგი ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდაც კი აქცია. როგორც წესი, ნეკერჩხალთა სხვადასხვა სახეობების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 100-დან 400 წლამდე მერყეობს. მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით სწორედ რომ შაქრის ნეკერჩხალი გამოირჩევა, რომელიც 300-დან 400 წლამდე ხარობს. – (ავტორი გენია.ჯი)
შაქრის ნეკერჩხალი
იაპონური ნეკერჩხალი