კოპაიფერას შესახებ…
პარკოსნების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მცენარე – კოპაიფერა, რომელის ფართოდ გავრცელების არეალებია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის დასავლეთში განთავსებული ტენიანი ტროპიკული ტყეები, ერთობ უცნაური მცენარეა. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურია ის გარემოება, რომ იგი გამოყოფს წვენს, რომლის ქიმიური შემადგენლობა აბსოლუტურად იდენტურია ისეთი თხევადი საწვავისა, როგორიცაა – დიზელი. საინტერესოა ისიც, რომ კოპაიერას მიერ გამოყოფილ წვენს არავითარი გადამუშავება არ სჭირდება იმისათვის, რომ დიზელის დანიშნულება სრულყოფილად შეითავსოს. საკმარისია მხოლოდ მისი გაფილტვრა და შემდგომ ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალების ავზში ჩასხმა. სათანადო დონეზე ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოპაიერას საშუალო სიდიდის მქონე ხის ერთ ეგზემპლარს ყოველდღიურად ძალუძს 1 ლიტრი დიზელის გამომუშავება. გარდა ამისა, ადრეულ პერიოდებში ამ უნიკალური მცენარის ფისისგან ამზადებდნენ ეგრეთ წოდებულ – „კოპაიურ ბალზამს”, რომელიც თავისებური არომატული სუნით გამოირჩეოდა და რომელსაც ფართოდ გამოიყენებდნენ მედიცინაში ჩირქოვანი წყლულების განსაკურნებლად. – (ავტორი გენია.ჯი)