ჯეკ შეპარდის შესახებ…
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, XVIII საუკუნის ლონდონელი საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და პოპულარულ პერსონად, თავისი სასტიკი რეჟიმით განთქმული ქალაქის მთავარი სასჯელთაღსრულების დაწესებულებიდან – „ნიუგეიტის ციხიდან” 7- ჯერ სასწაულებრივად გაქცეული ახალგაზრდა სიკვდილმისჯილი ავაზაკი – ჯეკ შეპარდი (1702-1724 წლები) მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ლონდონში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობადი ადამიანები, როგორებიც იყვნენ – დანიელ დეფო, უოტერ სკოტი, უილიამ ბლეიკი და სხვები. ლონდონის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ციხიდან (1666 წელს ლონდონში გაჩენილი საშინელი ხანძრის შემდეგ იგი პირველი სახელმწიფო დაწესებულება იყო, რომელიც ხელისუფლებამ აღადგინა. ეს კი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს „ნიუგეიტის ციხის” მნიშვნელოვან დანიშნულებას) შვიდჯერ გაქცეული ავაზაკის პოპულარობა ხალხში იმდენად დიდი იყო, რომ ამას ვერც სახელმწიფო ჩინოვნიკები ვერ მალავდნენ. ის კი არა და, დამწუხრებული ჩინოვნიკები საჯაროდაც აღიარებდნენ, რომ მაშინ, როდესაც ღარიბ ლონდონელთა უმრავლესობამ არ იცოდა,თუ ვინ იყო მოსე და საერთოდ, ინგლის რომ დედოფალი ვიქტორია განაგებდა, ისინი შესანიშნავად იცნობდნენ ჯეკ შეპერდის მიერ ჩადენილ „გმირობებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S ცნობისათვის, ჯეკ შეპარდის სიკვდილით დასჯას 20 000 ლონდონელი ესწრებოდა. მისი გარდაცვალების შემდგომ შეპარდის შესახებ დაიწერა რამდენიმე პიესა და მრავალი სიმღერა, რომლებმაც უმალვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში. – (ავტორი გენია.ჯი)