ტუსენ ლუვერტური – „ეპიზოდი”

დასავლეთ ნახევარსფეროში აფრიკელ (შავკანიან) მონათა აჯანყების ლიდერმა – ფრანსუა-დომინიკ ტუსენ-ლუვერტურმა (1743-1803 წლები), რომლის უშუალო ძალისხმევითაც ჰაიტი იქცა ისტორიაში პირველ თავისუფალ შავკანიანთა რესპუბლიკად ლათინურ ამერიკაში, მას შემდეგ, რაც ფრანგი ოკუპანტების მიერ იქნა დაკავებული და სამშობლოდან საფრანგეთში გადაგზავნილი, ფორ-დე-ჟუს ციხესიმაგრეში ერთ-ერთი დაკითხვისას, რომელსაც თან ახლდა სასტიკი წამება, ფრანგი ხალხის მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ო, ახალი საუკუნის ფრანგებო, თქვენ მეტს დაგვპირდით, ვიდრე შეგიძლიათ. ჩემი მოსპობით თქვენ მხოლოდ ეული „შავკანიანთა თავისუფლების ხის” სახელს სჭრით. მე იგი ოდესღაც იმ ადგილის წინ დავრგე, სადაც სან-დომინგოში ქრისტეფორე კოლუმბის აკლდამა იყო. თქვენ გავიწყდებათ, რომ ამ ჯიშის მცენარე ათასობით მარად ცოცხალ ფესვებს იდგამს, რომელთაგან საუკუნეების შემდეგ გაიზრდება მილიონობით ახალი ყლორტები კაცობრიობის თავისუფლებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>