ჟორჟ ჟაკ დანტონი – „ეპიზოდი”
1794 წლის 5 აპრილს საფრანგეთის დიდი რევოლუციის ადრეული ეტაპის წამყვანი ფიგურები - ჟორჟ ჟაკ დანტონი და კამილ დემულენი აიყვანა ეშაფოტზე განგებამ. (ავტორი გენია.ჯი) სანამ „ეროვნულ სამართლებლად” წოდებულ გილიოტინაზე მოჰკვეთდნენ თავს მამაც დანტონს, იმ დანტონს, რომელიც იაკობინელებისაგან დაჟინებით მოითხოვდა რევოლუციური ტერორის შემსუბუქებას, მას სახელმწიფომ „პატივი” დასდო: იგი ეშაფოტთან ეტლით მიიყვანეს. ეტლიდან ეშაფოტზე ადგილმონაცვლებული დანტონი მხნეობას კვლავაც უწინდებურად, ღირსეულად ინარჩუნებდა, რასაც მისი უკანასკნელი შემოძახილიც მოწმობს საკუთარი თავისადმი: „წინ გასწი, დანტონ, შენ არ უნდა იცოდე რა არის სისუსტე!” – (ავტორი გენია.ჯი)