ჰეგესია კირენელის შესახებ…
ალექსანდრიაში მოღვაწე დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი და კირენული ფილოსოფიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - ჰეგესია კირენელი (ძვ.წ.აღ-ით 320-280 წლები) სიხარულსა და ბედნიერებას სიცოცხლის უმაღლეს მიზნად მიიჩნევდა, თუმცა ურიცხვი უბედურების გამო, რასაც ამ ქვეყნად თავს ვერ დააღწევს და აარიდებს ვერც ერთი ადამიანი, ფუჭ ქიმერად და მიუწვდომელ ოცნებად თვლიდა ამ მიზანს. (ავტორი გენია.ჯი) ჰეგესია, რომლის ფილოსოფიურ მოძღვრებასაც უამრავი მიმდევარი ჰყავდა, მთელი თავისი არსებით ირწმუნებოდა, რომ ზემოაღნიშნული მიზეზების-და გამო, ტანჯვით აღსავსე სიცოცხლეს სიკვდილი ჯობსო. „სიკვდილი – ყველაფრის წამალიაო”, – წერდა ფილოსოფოსი თავის ქმნილებაში – „სიკვდილი შიმშილობის გზით”. იმ ქმნილებაში, რომელიც საჯაროდ იქნა კოცონზე განადგურებული და რომლის წაკითხვაც კატეგორიულად აუკრძალა ეგვიპტელებს ფარაონების ქვეყნის მბრძანებელმა – პტოლრმეოსმა. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჰეგესიას მაინც ბევრი მიმდევარი ჰყავდა, რაც განპირობებული იყო მისი შთამბეჭდავი ორატორული ნიჭითა და გულმხურვალე მჭერმეტყველებით. მისი ფილოსოფიური მოძღვრება იმდენად დიდ ზეგავლენას ახდენდა ჰეგესიას მიმდევრებზე, რომ ბევრმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობითაც კი დაასრულა. სწორედ ამიტომაც უწოდა ხალხმა ჰეგესია კირენელს – „სიკვდილის ქადაგი”. – (ავტორი გენია.ჯი)