დომინიკის თანამეგობრობისა და დომინიკის რესპუბლიკის სახელწოდებათა შესახებ…
კარიბის ზღვის აუზში განთავსებულია ორი სახელმწიფო, რომელთა სახელწოდება ძალიან ჰგავს ერთმანეთს: დომინიკის თანამეგობრობა (ქვეყნის დევიზია – „ღმერთის შემდეგ გვიყვარს მიწა”) და დომინიკის რესპუბლიკა (ქვეყნის დევიზია – „ღმერთი, სამშობლო, თავისუფლება”). (ავტორი გენია.ჯი) თუმცა წარმომავლობითა და აზრობრივად ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დომინიკის თანამეგობრობამ თავისი სახელწოდება იტალიური სიტყვიდან – „კვირა” მიიღო, რადგან სწორედ კვირა დღეს აღმოაჩინა იგი პირველად ესპანეთის მეფის სამსახურში ჩამდგარმა სახელგანთქმულმა იტალიელმა მეზღვაურმა და მკვლევარმა. ხოლო დომინიკის რესპუბლიკამ კი თავისი სახელწოდება ქვეყნის დედაქალაქიდან – სანტო-დომინგოდან მიიღო, რომელსაც თავის მხრივ, დომინიკელთა ორდენის დამაარსებლის – წმინდა დომინიკის საპატივცემულოდ ეწოდა სანტო-დომინგო. – (ავტორი გენია.ჯი)
დომინიკის რესპუბლიკის დროშა