ანტონიო ლუჩიო ვივალდი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, „წითურ მღვდლად” წოდებული გენიალური იტალიელი კომპოზიტორი და ვირტუოზი მევიოლინე - ანტონიო ლუჩიო ვივალდი (1678-1741 წლები) დღენაკლული (შვიდთვიანი) დაიბადა, რის გამოც იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა. (ავტორი გენია.ჯი) რადგანაც ვივალდის გულ-მკერდის უჯრედები სრულყოფილად არ ჰქონდა განვითარებული, დიდი კომპოზიტორი არა მხოლოდ უჰაერობით იტანჯებოდა რეგულარულად, არამედ მცირეოდენი ფიზიკური დატვირთვის ატანაც კი არ ძალუძდა. ანტონიოს უჭირდა როგორც კიბეზე ასვლა. ასევე ფეხით სიარულიც კი.
ერთ დღეს 40 ოპერის ავტორს კონსერვატორიამ 60 ოქროს დუკატი გადასცა კლავესინის შესაძენად. კომპოზიტორმა კლავესინის ყიდვა 30 ოქროს დუკატად მოახერხა, დანარჩენი 30 კი მიითვისა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია კონსერვატორიის ადმინისტრაციას. კონსერვატორიის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელმა ანტონიოს გასამართლება მოითხოვა ფულადი სახსრების მითვისების ბრალდებით, თუმცა გენიალური კომპოზიტორი მხოლოდ და მხოლოდ მისმა უზარმაზარმა ავტორიტეტმა გამოიყვანა მშრალად შექმნილი სიტუაციიდან. – (ავტორი გენია.ჯი)