გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831 წლები) სხვა გენიოსთა მსგავსად, ერთი ფრიად უცნაური თვისებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სანამ ფილოსოფოსი საკუთარ კაბინეტში საღამოობით მუშაობას შეუდგებოდა, ყოველთვის იმოსებოდა ღამის ხალათით. ამაში საკვირველი ალბათ არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მეტად საყურადღებო გარემოება: ჰეგელი ღამის ხალათს მუდმივად იმ ტანისამოსზევე გადაიცვამდა ხოლმე ზემოდან, რომელსაც იგი დღისით ატარებდა. ერთხელ ასეთ ფორმაში მყოფი ფილოსოფოსის სურათი დახატა ცნობილმა გერმანელმა მხატვარმა – იულიუს სებერსმა, თუმცა, როგორც ჰეგელის მეუღლის მოგონებებიდან ირკვევა, გეორგს სურათი ძალიან არ მოსწონებია. გარდა ამისა, გერმანელი ფილოსოფოსისათვის მუშაობის პროცესში დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენდა საკუთარ თავზე რამდენიმე ზომით დიდი შავი ფერის ბერეტის გამოყენებაც. – (ავტორი გენია.ჯი)