ანაქსაგორას შესახებ…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი - ანაქსაგორა (ძვ.წ.აღ-ით 500-428 წლები), თავისი მეგობრის, სახელგანთქმული ათენელი სახელმწიფო მოღვაწის – პერიკლეს პოლიტიკური ოპონენტების მიერ იქნა დაკავებული და გასამართლებული. (ავტორი გენია.ჯი) სმირნას მახლობლად მდებარე ქალაქ კლაძომენეში დაბადებულ ფილოსოფოსს ოფიციალური ვერსიის თანახმად ბრალი ედებოდა ძველ ელადაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ რელიგიურ დოგმათა დარღვევასა და ღვთისგმობაში. კერძოდ კი, პოლიტიკური სარჩულით დაპატიმრებულ სწავლულს მსჯავრი დაედო მისი შემდეგი გამონათქვამისათვის: „მზე ღვთაება კი არა, სითეთრემდე გავარვარებული ქვაა, ზომით პელოპონესზე უფრო დიდი”. ანაქსაგორას მიერ წარმოთქმული პერიკლესთან მეგობრობის გამო გაწირულ ანაქსაგორას სასამართლომ თავდაპირველად სიკვდილით დასჯა გამოუტანა განაჩენად, თუმცა ფილოსოფოსი იგივე მეგობრის მიერ სასამართლოზე წარმოთქმულმა გენიალურმა სიტყვამ იხსნა სიკვდილით დასჯისაგან… მაგრამ ვერ იხსნა ათენიდან გაძევებისაგან… იონიაში გადახვეწილი დიდი ფილოსოფოსი ხშირად ამაყად იტყოდა ხოლმე – „მე კი არ დამიკარგავს ათენი, ათენელებმა თავად დამკარგეს მეო”. და ეს (ათენელთა საუბედუროდ) მართლაც რომ ასე იყო. – (ავტორი გენია.ჯი)