„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„უპირველესი და ყველაზე აუცილებელი ცოდნა ყოველთვის საბოლოო მიზნის ცოდნაა: რისი გაკეთება განგიზრახავს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თვალი და ყური ცუდი მოწმეა მისთვის, ვის სულსაც განსჯის უნარი არა აქვს”. -

* * *

„სხვა ადამიანებზე ბრძენი მხოლოდ იმის წყალობითა ვარ, რომ მათგან განსხვავებით ჩემი უცოდინარობა კარგადა მაქვს შეგნებული”. – (სოკრატე)

* * *

„უცოდინრობის გაცნობიერება ცოდნის შეძენის აუცილებელი წინაპირობაა, რადგან თუ კაცი თავს რაიმეს მცოდნედ მიიჩნევს, ის ამ საგნის შესახებ ცოდნის მოსაპოვებლად აღარ იზრუნებს”.

* * *

„კანონებს არავითარი ღვთაებრივი არ გააჩნიათ, ისინი კაცისგანაა შექმნილი და მისივე ნებით ადვილად შეიძლება მათი გაუქმება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ის სახელმწიფო, სადაც სასამართლოს განაჩენს არავითარი ძალა არა აქვს და სადაც მისი აღსრულება და გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ კერძო პირთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული, შესაძლოა შეირყეს”.

* * *

„ჩვენს ცხოვრებაში აუცილებლად ცოდნით უნდა ვიხელმძღვანელოთ”.

* * *

„ვინც თანამედროვეობას გაურბის, იგი არსებულით უკმაყოფილოა”.

* * *

„ცხოვრება ნებისყოფის სამჭედლოა და იმარჯვებენ სულით ძლიერნი”.

* * *

„სიძნელე ზრდის ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება