პლატონის ფილოსოფიიდან…
„სწორად რომ მართონ, მმართველები თითქმის ღვთაებრივი სიბრძნით უნდა იყვნენ მორჭმულნი, რადგან თუ მათ სურთ სახელმწიფო სიკეთის გზით ატარონ, ჭეშმატიტება უნდა იცოდნენ და არა მისი უბრალო აჩრდილი. ეს კი ნიშნავს, რომ მათ უნდა მოიპოვონ ცოდნა სრულყოფილი იდეის შესახებ, რომელთან შედარებითაც ამა ქვეყნის მთელი ღირებულებები მკრთალი, წარმავალი ანარეკლებია მხოლოდ. ამიტომაა საჭირო ხანგრძლივი და მკაცრი წვრთნა, ურომლისოდაც მათ სახელმწიფოს მართვა-გამგეობას ვერ ანდობენ. პირველადი განათლების მიღება ჩვიდმეტ-თვრამეტ წლამდე გრძელდება, რასაც სამწლიანი ფიზიკური და სამხედრო ვარჯიში მოსდევს. შემდეგი ათი წელი მათემატიკაში მეცადინეობას ეძღვნება, საიდანაც გადავდივართ ფილოსოფიის უმაღლესი პრინციპების ხუთწლიან შესწავლაზე. ყოველ საფეხურზე გადარჩევა ხდება და ბოლოს ყველაზე ყველაზე ღირსეულნი რჩებიან, ოცდათხუთმეტი წლის ასაკში მზად რომ იქნებიან მეორეხარისხოვან თანამდებობათა დასაკავებლად. ამგვარად განსწავლული ფილოსოფოსისათვის პოლიტიკური ძალაფლება ტვირთი უფრო იქნება, ვიდრე მისწრაფების საგანი, მაგრამ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ის მაინც უნდა შეებას უღელს. თუ პოლიტიკური ძალა და ფილოსოფია ერთმანეთს არ შეერწყა”. – (ავტორი გენია.ჯი)