იცით თუ არა, რომ?!
1. ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში მოღვაწე „მიზანთროპად” (კაცთმოძულედ) წოდებული ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – ტომონ ათენელი, იმდენად აღუშფოთებია ადამიანის მიერ გამოჩენილ სიმდაბლესა და გადაგვარებას, რომ საბოლოოდ შეზიზღებია ადამიანი, განმარტოვებულა და ხმის გაცემის ღირსად არავინ აღარ ჩაუთვლია. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდ ქართველ პოეტს – პაოლო იაშვილს თავის სიცოცხლეში საკუთარი ლექსების წიგნი არ გამოუცია და ამის უმთავრეს მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ პოეტი განსაკუთრებული სიმკაცრით ეპყრობოდა თავის შემოქმედებასო.
* * *
3. გერმანიის ფაშისტურმა ხელისუფლებამ ქვეყნიდან გაქცეული ალბერტ აინშტაინის დამკავებლებს ჯილდოდ 50 000 მარკა აღუთქვა.
* * *
4. გამოჩენილ ქართველ მწერალსა და პუბლიცისტს – იონა მეუნარგიას – „ქართველი მწერლების პლუტარქედ” მოიხსენიებენ დღემდე.
* * *
5. აკაკი წერეთლის მიერ „გენერლების მწერლად” წოდებული სახელგანთქმული ქართველი პოეტის – გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვას 60 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საფრანგეთში შეჭრიდან სულ რაღაც ოცდათოთხმეტი დღის შემდეგ, 1940 წლის 14 ივლისს, გერმანელ ფაშისტთა ჯარები პარიზში შევიდნენ.
* * *
7. საფრანგეთის დირექტორიის პერიოდში (1795-1799 წლები) „შოფრებად” მოიხსენიებდნენ დეზერტირებისგან შემდგარ იმ ავაზაკთა ჯგუფს, რომელიც მდიდარ მგზავრებს გზაში იჭერდა და აიძულებდა ამა თუ იმ საშუალებით გამოსასყიდი თანხა გადაეხადა მათ ოჯახებს.
* * *
8. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერს – ჟორჟ ჟაკ დანტონს ბრალად ედებოდა მეფის გვირგვინიდან ალმასების მოპარვა, რაც საბოლოო ჯამში ყალბი ბრალდება აღმოჩნდა (ცნობილია,რომ ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების უკან ჟირონდისტები იდგნენ).
* * *
9. მეათე საუკუნის უდიდესი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და მთარგმნელი – იოანე მტბევარი – იესო ქრისტეს – „დაუღამებელ მზედ” მოიხსენიებდა.
* * *
10. „იტალია თაღლითების, ავანტურისტების ქვეყანაა, იგი შობს მხოლოდ არეტინოს, კაზანოვას, კალიოსტროსა და სხვა მისთანებსო”, – ხშირად იმეორებდა სახელგანთქმული რუსი მწერალი – ლევ ტოლსტოი. – (ავტორი გენია.ჯი)