„დამაკვირდი”

1. „ქველმოქმედი და სხვისი მოამაგე კაცისთვის გაცილებით უფრო ადვილია აშკარა უმადურობის ატანა, ვიდრე იმისა, რომ თავისი დიდი ამაგის ნაცვლად უბადრუკი საზღაური მიიღოს”. – ჯაკომო ლეოპარდი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „კაცის ნამსახურის დავიწყება და დაუფასებლობა უმადურობაა ჩვენის მხრით, გაზვიადება და ნამეტობა კი შეცდომა”. – აკაკი წერეთელი

* * *

3. „მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ მწუხარება მძაფრად განიცადონ, ვისაც ძლიერი სიყვარულის უნარი აქვთ, მაგრამ სიყვარულის ასეთივე მოთხოვნილება მწუხარების ფარია მათთვის და იგი კურნავს მათ, ამის გამო ადამიანის მორალური ბუნება უფრო გამძლეცაა, ვიდრე მისივე ფიზიკური ბუნება”. – ლევ ტოლსტოი

* * *

4. „თუ გსურთ არაფრისა არ გეშინოდეთ, დაუფიქრდით იმას, რომ ყველაფრისა უნდა გეშინოდეთ”. – სენეკა

* * *

5. „ყველაზე საშინელი მანკი – პირფერობა და ლაჩრობაა”. – ივანე ტურგენევი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ბედნიერი ადამიანის პირველი უფლება, ყოვლად უწმინდესი უფლება ის არის, რომელიც მას თვით ბუნებამ მიანიჭა”. – მაქსიმილიან რობესპიერი

* * *

7. „რაც უფრო თვალსაჩინოა ადამიანი, მით უფრო ბნელ საქმეს მიაწერენ მას”. – ანატოლი ვინოგრადოვი

* * *

8. „ამ მოუწყობელ ქვეყანაზე ჯერ კიდევ შორსა ვართ საყოველთაო მეგობრობისა და ურთიერთგაგების იდეალებისაგან და მაღალფარდოვანი სიტყვები „მშვიდობა და კეთილგანწყობილება ყველა ხალხის მიმართ” – დაცინვასავით გაისმის”. – ედვარდ კუკრიჯი

* * *

9. „სჯობია სასაცილო იყო და დიდსულოვანი, ვიდრე არასასაცილო, მაგრამ სულმდაბალი, ჩვეულებრივი. უფერული!”. – თედორე დოსტოევსკი

* * *

10.„საშინელებაა ბილწსიტყვაობა და მის გასამართლებლად ვერავითარი ვნებათაღელვა ვერ გამოდგება”. – თომას მანი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>