Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„როცა დიდხანს, თვალმოუწყვეტლივ უცქერი ღრმა ზეცას, რატომღაც ფიქრები და სული ერთდებიან მარტოობის შეგნებით. გრძნობ, თითქოს სამუდამოდ განმარტოვდი, და ყველაფერი, რაც წინათ მიგაჩნდა ახლობლად და მშობლიურად, ხდება უსაზღვროდ შორეული და უფასური. ვარსკვლავები, რომელიც უკვე ათასობით წელია, რაც ზეციდან იცქირებიან, თვითონ შეუცნობელი ცა და ნისლი, გულგრილნი ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლისადმი, როცა რჩები მათთაქნ პირისპირ და ცდილობ მისწვდე მათ აზრს, ხუთავენ სულს თავიანთი დუმილით; წარმოგიდგებათ ის მარტოობა, რომელიც ელის თვითეულ ჩვენგანს სამარეში და აზრი არსებობისა წარმოგიდგებათ სასოწარკვეთილებად, საშინელებად”…