პომადის ისტორიიდან…
ისტორიკოსთა ცნობით, ისეთი სახის მქონე კოსმეტიკური საცხი, როგორიცაა – პომადა, პირველად ჯერ კიდევ 5 000 წლის წინათ გამოიყენეს მესოპოტამიაში მაცხოვრებელმა ხალხებმა. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში იგი მესოპოტამიიდან (ტიგროსისა და ევფრატის სანაპიროებიდან) გავრცელებული იქნა ძველ ეგვიპტეში, ეგვიპტიდან კი ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში. რიგი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, რომ ქიმიის „ყრმობის” ასაკში პომადებს ძირითადად კარაქისაგან, ფუტკრის ცვილისაგან, ყურძნის კანისაგან და სხვადასხვა სახეობის მცენარეების ფესვებისაგან ამზადებდნენ, რის გამოც მათი გემო ერთობ ტკბილი, ხოლო სურნელი – არომატული ყოფილა. მოგვიანებით, ანუ ქიმიის განვითარებასთან ერთად, პომადის ქიმიური შემადგენლობაც შეცვლილა, თუმცა კი იგი შეცვლილი იქნა ერთობ შხამიანი პიგმენტებით. შედეგად, პომადის მომხმარებელი მრავალი მანდილოსანი მოიწამლა. ზოგ შემთხვევებში კი პომადის შხამიანი პიგმენტები ფატალური შედეგების მომტანი აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით მოუწოდებდა მანდილოსნებს II-III საუკუნეებში მოღვაწე ბერძნული წარმომავლობის მქონე დიდი ძველ რომაელი ექიმი – კლავდიუს გალენოსი – მაქსიმალურად შეეკავებინათ პომადის მოხმარებისაგან თავი. ის კი არა და, ძველ რომში პომადის წინააღმდეგ ნამდვილი ნადირობა იქნა გაჩაღებული. მიუხედავად ამისა, რომაელი ქალები არად დაგიდევდნენ არც გაელნის რჩევას და არც პომადის წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკას: ისინი მზად იყვნენ სილამაზისათვის თავი გაეწირათ. აღნიშნულ კოსმეტიკურ საცხს შუა საუკუნეებში ბრძოლა გამოუცხადა კათოლიკურმა ეკლესიამაც. იმ მანდილოსნებს, რომლებიც პომადას მოიხმარდნენ, კათოლიკური ეკლესია მკრეხელობაში ადამაშაულებდა.
ქიმიის განვითარებასთან ერთად შეიცვალა პომადის შემადგენლობაც. და თუ ადრეულ ეპოქებში იგი შხამიანი პიგმენტებისაგან მზადდებოდა, დღეისათვის პომადის შემადგენლობა აბსოლუტურად უსაფრთხო პიგმენტებისგან შედგება. ცნობილია, რომ პომადას, იმისათვის, რომ ტუჩები არ გაეყინოთ, გამოიყენებენ როგორც ალპინისტი ქალები, ასევე ალპინისტი მამაკაცებიც. – (ავტორი გენია.ჯი)