სვიატოსლავ რიხტერი – „ეპიზოდი”
ხანდაზმულ ასაკში შესულმა XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა რუსმა პიანისტმა და კომპოზიტორმა – სვიატოსლავ რიხტერმა (1915-1997 წლები) მის მიმართ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ ანიჭებდა იგი პიანისტობას უპირატესობას, როდესაც იგი შესანიშნავი კომპოზიტორიც იყო, შემდეგი სახის პასუხი გასცა: „ – საქმე ის არის, სწორი გზა მისცეთ მშვენიერების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც შეგიძლიათ ხალხს უწილადოთ. ჩემი საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებებით ვერ შევედრები მოცარტს ან ჩაიკოვსკის, მუსიგორსკის ან შოსტაკოვიჩს. ამიტომაც ვამჯობინებ გავზარდო ხალხისთვის ჩემი სარგებლიანობის ხარისხი და საკუთარი ნაწარმოებების შეთხზვის ნაცვლად სხვისი დავუკრა. რა ვარ მე, როგორც კომპოზიტორი? მარტივი მელოდია ბუმბერაზი აღმაფრენისა და გატაცების გარეშე. ჩვენს დროში კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვავითაროთ დიდი ადამიანური გრძნობები, უპირველეს ყოვლისა! გთხოვთ დამიჯეროთ. ამიტომაც გავხდი პიანისტი, უკვდავ ნაწარმოებთა შემსრულებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)