პოლ გოგენის რელიგიური მსოფლმხედველობა…
„ლეგენდარულ ქრისტეს კი არ უნდა ესროლო, კიდევ უფრო მაღლა უნდა დაუმიზნო, ისტორიის სიღრმეში ჩახვიდე… თვით ღმერთი მოკლა, – ღმერთი ეკლესიის, ნებისმიერი კულტის ღმერთი, ვინაიდან, საერთოდ, ღმერთის თაყვანისცემა „კერპთაყვანისმცემელობაა”. – ამ მკრეხელობით აღსავსე სიტყვებით გამოხატა თავისი მძაფრი პროტესტი ჯანმრთელობაშერყეულმა ფრანგმა ფერმწერმა - პოლ ეჟენ ანრი გოგენმა (1848-1903 წლები) კათოლიციზმის მზარდი გავლენის წინააღმდეგ მის ერთ-ერთ ყველაზე ბუნდოვანებით აღსავსე ნარკვევში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ასეთი სიტყვებისა და მიუხედავად იმისა, რომ გოგენს ვერც სარწმუნოებამ და ვერც მეცნიერებამ ვერ გასცა პასუხები მის მიერ დასმულ მტანჯველ შეკითხვებზე, იგი ათეიზმს მაინც არ ქადაგებდა. ის კი არა და, საჯაროდ აღიარებდა, რომ ღმერთი უყვარდა. „ღმერთი მიყვარდა – მიყვარდა ისე, რომ არ მიცდია მისი გაგება, მისი შეცნობა, მისი გარკვევა. მიუწვდომელი, ამოუხსნელი საიდუმლო მიუწვდომელი და ამოუხსნელი იყო მუდამ, ასეა დღეს და ასე იქნება სამარადისოდ. ღმერთი არ გახლავთ სწავლულთა და ლოგიკოსთა საკუთრება. ღმერთი პოეტებისაა, ოცნებათა სამყაროა, ის სილამაზის სიმბოლოა, თავად არის სილამაზეო”, – ამაყად წარმოთქვა სიკვდილის სარეცელზე მყოფმა გოგენმა. გოგენმა, რომელიც სახარებაში სიბრძნესა და ყველაზე მეტად კეთილშობილურ, ამაღლებულ აზრს ხედავდა… გოგენმა, რომელსაც ღრმად სწამდა, რომ იგი „ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მოვკვდებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)