ლევ ტოლსტოი – „ბავშვობა”
„ბედნიერი, ბედნიერი, დაუბრუნებელი დრო ბავშვობისა! როგორ არ უნდა გიყვარდეს მისი მოგონება, როგორ არ უნდა ეალერსებოდე მას?! ეს მოგონებანი აცოცხლებენ, ამაღლებენ ჩემს სულს და საუკეთესო სიამეთა წყაროა ჩემთვის. დაბრუნდება განა ოდესმე ის სინორჩე, უდარდელობა, მოთხოვნილება სიყვარულისა და ძალა რწმენისა, რომელიც ბავშვობაში გვაქვს? რომელი ხანა აჯობებს იმას, როცა ორი საუკეთესო მადლი – უწყინარი მხიარულება და განუსაზღვრელი მოთხოვნილება სიყვარულისა – სიცოცხლის ერთადერთი მამოძრავებელი იყო?
სადღაა ის მხურვალე ლოცვა? სად არის საუკეთესო ჯილდო – წმინდა ცრემლები ლმობიერებისა? მოფრინდებოდა ხოლმე ანგელოზი – ნუგეშისმცემელი, ღიმილით მომწმენდდა ამ ცრემლებს და ბავშვის გაურყვნელ გონებას ტკბილი ოცნებით დაბურავდა”.