პოლ ეჟენ ანრი გოგენი – „ს ი ჩ უ მ ე”
„ჩემი აზრით, ჩემზე ყველაფერი უკვე ითქვა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა თქმულიყო. ერთადერთი რამ დამანებონ – ს ი ჩ უ მ ე, ს ი ჩუ მ ე და კიდევ ს ი ჩ უ მ ე. დავიწყებაში მინდა მოვკვდე, მშვიდად და წყნარად. და თუ სიცოცხლე მიწერია, მით უმეტეს, ყველამ თავი დამანებოს და დამივიწყოს. სულ ერთი არ არის, ბერნარის მოწაფეს დამარქმევენ თუ სერიუზისას?! თუკი ჩემი სურათები რაიმედ ვარგა, ვერაფერი დაამცირებს, ხოლო თუ ნეხვია და სხვა არაფერი, არ ღირს მოოქროებ-მოვარაყება, ვინმეს მოტყუება და თვალის ახვევა, ვითომდა ძვირფასი რამ არისო. ასე თუ ისე, მე ვერ მისაყვედურებს, ამდენი ფული ტყუილუბრალოდ დაგვტყუეო”. – (ავტორი გენია.ჯი)
P. S. ცნობისთვის, ჩემზე ლაპარაკს თავი დაანებეთ და დამივიწყეთო, თავის დროზე ასევე ითხოვა პოლ გოგენის პაპამ – ანდრე შაზალმაც. „როცა ყველაფერი მოთავდება, დამივიწყეთ, ეს არის ჩემი უკანასკნელი სათხოვარიო”, – ანდერძად დაუბარებია მას. – (ავტორი გენია)