ედგარ ალან პოს შესახებ…
როგორც ცნობილია, ამერიკის „უძღებ შვილად” წოდებული გენიალური მწერალი - ედგარ ალან პო (11809-1849 წლები) მასხრად იგდებდა ყველაფერს, რაც იმ პერიოდში მის თანამემამულეთა უმრავლესობის ცხოვრების უკუღმართ აზრს შეადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ორთქლისა და ვაჭრული ციებ-ცხელების საუკუნეში დაბადებულ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში აღიზიანებდა თანამამემულეთა უმრავლესობაში ფესვგამდგარი უზნეო საქციელი – პირმოთნეობა, სიყალბე, ცილისწამება და ასე შემდეგ. ამიტომაც შეიძულა ედგარ ალან პო სწორედ იმ უმრავლეოსბამ, რომელსაც თავისი ბრწყინვალე შემოქმედების გამოყენებით დასცინოდა იგი. შეიძულა და არც აპატია. ედგარი იძულებული გახადეს თითქმის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ეშიმშილა, ემათხოვრა, გამუდმებით ეტალახებინა რედაქციების კარებები.
სამწუხაროდ, დიდ ამერიკელ ლიტერატორს სიცოცხლეში გულცივობით გაუსწორდნენ, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი- ცილისწამებით. მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ – „გენიოს – მიგდებულ ბიჭად” სახელდებული ედგარი 1849 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა დაუდგენელი ავადმყოფობის შედეგად. გარდაცვლილის გულმკერდზე იპოვეს მედალიონი, რომელშიც ჩასმული იყო არაჩვეულებრიი სილამაზის მქონე ქალის პორტრეტი. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ეს იყო დედის პორტრეტი, რომელსაც იგი სიკვდილამდე არ გაშორებია.
სხვა უამრავ გენიოსთა დარად, ედგარ ალან პოს სიცოცხლეც ასე უცნაურად და მარტოსულად დასრულდა… დასრულდა დიდი ამერიკელი მწერლის ედგარ ალან პოს არსებობა. – (ავტორი გენია.ჯი)