არისტოტელე – „ეპიზოდი”
ადრეულ პერიოდში ანაქსაგორასა და სოკრატეზე მოსინჯული ბრალდება – ურწმუნოება, მოგვიანებით გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეზე – არისტოტელეზეც (ძვ.წ.აღ-ით 3384-322 წლები) მოსინჯეს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ანაქსაგორას სასამართლომ თავდაპირველად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, თუმცა რამდენიმე ხანში სასჯელის უმაღლესი ზომა გადასახლებით შეუცვალეს; ათენელ არისტოკრატთა მიერ მოძულებულმა სიკვდილმისჯილმა სოკრატემ კი თავად მოისწრაფა სიცოცხლე. იმისათვის, რომ ურწმუნოებაში ბრალდებულ არისტოტელეს თავი დაეღწია მოსალოდნელი სასიკვდილო განაჩენისგან, მან მიიღო გადაწყვეტილება, ნებაყოფლობით გადასახლებულიყო ევბეის ქალაქ ქალკისში. ნებაყოფლობითი გადასახლების ჟამს კი ანტიკური ფილოსოფიური სკოლის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას ერთობ მრავლისმეტყველად შეუნიშნავს: „მსურს ათეენელებს ხელი შევუშალო ფილოსოფიის წინააღმდეგ მეორე ცოდვის ჩადენაშიო”. პირველ ცოდვაში არისტოტელე, რაღა თქმა უნდა, სოკრატეს სიცოცხლის მოსწრაფებას გულისხმობდა, რაშიც ლომის წვლილი სწორედ რომ ათენელებს მიუძღოდათ. – (ავტორი გენია.ჯი)