სოკრატეს ფილოსოფიიდან…
„სიმამაცე, როცა მას საერთო არა აქვს რა გონიერებასთან, აშკარად სიშლეგეს უახლოვდება: და მართლაც, განა უგუნური შლეგი თავის თავსვე არ ვნებს, მაშინ როდესაც გონივრულ სიმამაცეს სარგებლობის მეტი არა მოაქვს რა ჩვენთვის? განა იგივე არ ითქმის თავდაჭერილობის ან საზრიანობის მიმართ? კეთილგონიერი კაცისთვის განათლება და განსწავლა სასარგებლოა, უგუნურისთვის კი – მავნე. ერთი სიტყვით, სულის ყველა ცდა ან მისი განცდა კეთილად გვირგვინდება, თუ მათ გონიერება განაპირობებს და პირიქით, შედეგი სავალალოა, როცა მათ განმაპირობებლად უგუნურება გვევლინება. ასე რომ, სიქველე სულის თვისებაა და თუ ის, აუცილებლად სასარგებლოა,, მაშასადამე, სიქველე გონება ყოფილა. რადგან ყოველივე ის, რაც სულს ეხება, თავისთავად არც სასარგებლოა და არც მავნე: მხოლოდ გონება თუ უგონობა განაპირობებს მათ მარგებლობას თუ მავნებლობას”. – (ავტორი გენია.ჯი)