„სიყმაწვილე”

„ოჰ, სიყმაწვილევ! სიყმაწვილევ! შენ არაფრის დარდი არა გაქვს, ასე გგონია, მთელი ქვეყნის საუნჯენი შენს ხელთ არის, სევდაც კი გართობს, კაეშანიც კი გიხდება, შენ თავდაჯერებული და თავხედი ხარ, შენ ამბობ: მხოლოდ მე ვცხოვრობ – მიცქირეთ – თვითონ კი დღეები თვალთახელშუა გაგირბიან და ჰქრებიან უკვალოდ, უანგარიშოდ, და ყოველივე ჰქრება შენში, ვით ცვილი მზეზე, ვით თოვლი… და, შესაძლოა, შენი სიმშვენიერის მთელი საიდუმლოება იმაში კი არ არის, რომ შენ შეგიძლია იფიქრო, ყველაფერს გავაკეთებო – სწორედ იმაში, რომ შენ ქარში ჰფანტავ ძალ-ღონეს, რომელსაც სხვაზე ვერაფერზე მოიხმარდი – იმაში, რომ თვითეული ჩვენთაგანი თავის თავს ხუმრობაგაშვებით სთვლის გამფლანგველად, ხუმრობაგაშვებით ფიქრობს, რომ მას აქვს უფლება თქვას: ოჰ, რაებს გავაკეთებდი, რომ დრო ტყუილად არ დამეკარგაო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>