ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „ეპიზოდი”
„მე ისა მტანჯავს, რომ შესაძლოა ყოველ ადამიანში მოცარტია ჩაკლულიო”, – წუხდა თავის დროზე „პატარა უფლისწულის” ავტორი, დიდი ფრანგი მწერალი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (1900-1944 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ამ უმშვენიერესი სიტყვის ავტორის ბიოგრაფების ცნობების თანახმად, ანტუანს ერთი ძალიან ცუდი ჩვევა ახასიათებდა: როგორც ცნობილია, ფრანგი ლიტერატორი თამბაქოს მასიური მომხმარებელი იყო. მის საწოლ ოთახში მუდამ წარმოუდგენელი უწესრიგობა სუფევდა. სკამებზე, მაგიდასა და საწოლზე დახვავებული იყო ათასი რამ: პერანგები, ჰალსტუხები, წიგნები და, რაღა თქმა უნდა – სიგარეტის უამრავი კოლოფი. ამბობენ, რომ გულმავიწყობით ცნობილ მწერალს ერთადერთი, რისი შეძენაც არ ავიწყდებოდა – სიგარეტი იყო და ყოველთვის ბლომად იმარაგებდაო. თამბაქოს მოწევა რომ ცუდი ჩვევაა, ეს საყოველთაო ჭეშმარიტებაა, თუმცა ანტუანის მიერ თამბაქოს მოხმარებას, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კიდევ ერთი ცუდი ჩვევა ახლდა თან: ეგზიუპერი, სადაც კი მოუხდებოდა, იქ მიაგდებდა ხოლმე მოკიდებულ სიგარეტს, რომლის არსებობაც შემდეგ ავიწყდებოდა. თვითონ ანტუანი ამ დროს ახალ ღერს მუკიდებდა და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომაც უკვირდათ ეგზიუპერის ბიოგრაფებს – ხანძარი ერთხელ მაინც როგორ არ გააჩინაო. – (ავტორი გენია.ჯი)