Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„მიყვარს ადამიანში კეთილშობილური გრძნობების გაღვიძება. მიყვარს იმაზე მეტის მიცემა, ვიდრე თავად ვიღებ… მიყვარს ადამიანს მდინარის წყალში ჩაძირულ სახეს რომ წამოვუწევ. მიყვარს ამ ადამიანის ღიმილის დანახვა, მისი ხმის განსაკუთრებული ინტონაცია. საკმარისია დასახრჩობად განწირული თუნდაც სამიოდე წამით ამოიყვანო წყლის ზედაპირზე, რომ მას „გაეღვიძოს ნდობა”. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი სახე გაუხდება მას”.