კლავდია აქტას შესახებ…

რომის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური თვისებების მქონე იმპერატორი – ნერონი, განსაკუთრებით ხოტბას ასხამდა იმპერატორ კლავდიუსის ქალიშვილს – კლავდია აქტას (42-62 წლები). (ავტორი გენია.ჯი) საშუალო ტანის ქალს, ნაზსა და ამავე დროს მკვრივი სახის მქონე კლავდიას, სპეტაკი შუბლის ქვეშ ერთმანეთისაგან მოშორებით რომ გადაჭიმვოდა შავი, სქელი წარბები, თავისი სასტიკი ბუნებით სახელგანთქმულმა მბრძანებელმა რამდენიმე მშვენიერი ლექსიც კი მიუძღვნა. „კლავდია ერთსა და იმავე დროს ბავშვიცაა და დიაციც, კლდემამოსილიცა და ვნებიანიცო”, – ხშირად შენიშნავდა ცნობისმოყვარედ მომზირალი მომწვანო-თაფლისფერი თვალების მქონე აქტას შესახებ ნერონი. გარდა იმპერატორისა, ნერონის პირველი მეუღლე ქალაქ რომსაც ერთობ განებივრებული ჰყავდა. პირველი, ვინც ნერონს მისი საგვარეულოს მეტსახელი – „წვერწითელა” საალერსოდ დაუძახა, სწორედ რომ ეს ყმაწვილი ქალი იყო. ისტორიისათვის ცნობილია, რომ კლავდია არ ცდილობდა უმწიკვლო სახელის მოპოვებას, რის გამოც მსუბუქად გამოიარა სისხლსა და ტალახში, რომელიც მსოფლიო ბატონობამ მოსცხო. ჭორების სიგიჟემდე მოყვარულ ქალს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ავსიტყვაობა, სანახაობა ისევე იტაცებდა, როგორც ბრბოს და, როდესაც იმპერატორის ლოჟაში იჯდა და თამაშობას ესწრებოდა, ისიც ბრბოსავით ხმამაღლა გაჰყვიროდა. აქტა წეწსებს არად დაგიდევდათ: იგი ცნობისმოყვარედ გადაიხრებოდა ლოჟიდან, რომ პირუტყვისა და ადამიანთა სიკვდილი ეხილა. თავის მხრივ, ხალხიც „ხარობდა” – კლავდია მათ რომ ჰგავდა. ცნობილია ისიც, რომ ეს ჭირვეული ქალი ბრწყინვალედ ერკვეოდა საფინანსო საკითხებში და ამაყობდა კიდეც ამ თვისებით. (ავტორი გენია.ჯი) კლავდია სასტიკად სჯიდა იმ სახელმწიფო მოხელეებს, ვისაც ანგარიშში რაიმე შეცდომას უპოვიდა! მიუხედავად განსაკუთრებული მომხვეჭელობისა (გაცილებით მეტ ფულს აგროვებდა, ვიდრე ხარჯავდა), მის მიმართ რომაელები მაინც დადებითად იყვნენ განწყობილნი. რადგან თუ კი რამ სიკეთე უქნია ოდიოზ ნერონს, სწორედ აქტას წყალობა იყო ისინი.

მას შემდეგ, რაც ნერონი დაიღუპა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აქტამ ახალ ხელისუფლებას უშიშრად მოსთხოვა მიცვალებულის ნეშტის დაბრუნება. ხელისუფლებამ კლავდიას უარის თქმა ვერ გაუბედა და, ეს იმ დროს, როდესაც რომში სენატის ბრძანებით საჯაროდ ამსხვრევდნენ ნერონის გამოსახულებებს, ბიუსტებსა და ძეგლებს. კლავდიამ დიდის ამბით გადაასვენა მიჯნურის ცხედარი აპიუსის გზაზე თავის მამულში და კოცონი დაანთო.შვიდსართულიანი კოცონი, ისე, როგორც იმპერატორს ეკადრებოდა, და სულ ზედა, მეშვიდე სართულიდან არწივი ააფრინა, რომელმაც მიცვალებულის სული მიცვალებულისვე ოჯახში წაიღო ღმერთებთან. ხოლო ფერფლი ურნაში ჩაყარა, ბაღში მავზოლეუმი აუშენა და იქ შეინახა.

კლავდია აქტა ექვსი თვის განმავლობაში მგლოვიარედ იყო. რამდენიმე ხანში ნერონის ერთგულ მეუღლეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს (ვენები გადაუხსნეს). ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სასტიკი იმპერატორის მეუღლის სიკვდილით დასჯამ რომაელებში კლავდიასადმი დიდი თანაგრძნობა გამოიწვია.

„კლავდია ტკბილია და ხალისიანი, ქალღმერთ რომის ჭკვიანი და საყვარელი შვილიო”, – ასე უმღეროდა სიცოცხლის ჟამს ნერონი კლავდია აქტას და ასე ფიქრობდნენ რომაელებიც. – (ავტორი გენია.ჯი)

ნერონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>