„დიდი” რაფაელ სანტის საფლავის „დიდი” დარაჯი
უმბრიული სკოლის „თვალმარგალიტ ფერმწერს”, გრაფიკოსსა და არქიტექტორს – რაფაელ სანტს თავისმა აღსასრულმა 37 წლის ასაკში უწია. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური ცნობების თანახმად, ტიტანი იტალიელი ხელოვანი რომში გავრცელებულმა ციებ-ცხელების ეპიდემიამ იმსხვერპლა. რამდენიმე წყარო გვამცნობს, რომ „მარადიული ქალაქის” პანთეონში დაკრძალული დიდი იტალიელის საფლავს გარკვეული ხნის განმავლობაში ერთი მოხუცი დარაჯი უვლიდა (სამწუხაროდ, მისი სახელი ჩვენთვის უცნობია). გარდა იმისა, რომ დარაჯი სანიმუშოდ უვლიდა სახელოვანი თანამემამულის უკანასკნელ განსასვენებელს, იგი თავისი უბადრუკი ხელფასით რაფაელ სანტის საფლავზე დასაწყობად ყოველ კვირა ყიდულობდა ყვავილებს, რადგან იქ მოხუცი დარაჯის რწმენით, დიდი იტალიელის ფაქიზი და კეთილი გული იყო დამარხული. ნიშანდობლივია ისიც, რომ „დიდი” იტალიელი ხელოვანის საფლავის მოხუც დარაჯსაც ხალხმა სიყვარულით – „დიდი დარაჯი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)