ისააკ ლევიტანის შესახებ…
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი მხატვარი და „განწყობის პეიზაჟის” დიდოსტატი - ისააკ ლევიტანი (1860-1900 წლები) უკიდურესად ღარიბი იყო, თითქმის მათხოვარი. (ავტორი გენია.ჯი) უჯრულა პიჯაკი ხელოვანს სულ შემოეფლითა ტანზე. დაუპატარავდა. ზეთის საღებავებით მოთხვრილი ხელები ლევიტანს სახელოებიდან ისე გამოსჩროდა, როგორც ფრინველის კლანჭები. ზაფხულობით ფეხშიშველაც კი დადიოდა.
თუმცა ეს იყო მოგვიანებით…
მანამდე კი – ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში სწავლის პერიოდში, უკიდურესად დუხჭირ ისააკს ამხანაგები ხშირად უგროვებდნენ ფულს, როგორც ღარიბს.
ამ უდიდეს მხატვარს განსაცდელი 1879 წელს, 18 წლის ასაკშიაც დაატყდა თავს: ლევიტანი,როგორც ებრაელი, პოლიციამ მოსკოვიდან გაასახალა სააგარაკო ადგილ სალტიკოვაში. სწორედ აღნიშნულ წელს გამოვიდა მეფის ბრძანება, რომელიც ებრაელებს უკრძალავდა „ძველისძველ რუსულ დედაქალაქში” ცხოვრებას.
„უფალო, როდის შემეძლება ცხოვრება ჰარმონიაში საკუთარ თავთან? როგორც ჩანს ეს არასოდეს მოხდება. აი, ამაშია მთელი ჩემი წყევლა”. – წერდა გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე დიდი ხელოვანი. – (ავტორი გენია.ჯი)