ჰიროსიმა – ნაგასაკი
„თვალისმომჭრელი მომწვანო გაელვება, აფეთქება, გონება დათრგუნულია, ცხელი ქარის ტალღა გადაივლის და შემდეგ ირგვლივ ყველაფერს ცეცხლი ედება. სიჩუმეს, რომელიც შეუდარებელ, აქამდე გაუგონარი ძალის აფეთქებას მოყვა, ტკაცა-ტკუცით გაჩაღებული ცეცხლის ხმა არღვევს. დამხობილი სახლის ნანგრევებს ქვეშ დარეტიანებული ადამიანები ყრიან, ცეცხლში იღუპებიან ქალები, ცეცხლის რკალში იღუპებიან გამოფხიზლებული ადამიანები, თავის გადარჩენას რომ ცდილობენ…
წუთიც და ადამიანებს ცეცხლმოდებული ტანსაცმელი სცვივათ. სახე, მკერდი უსკდებათ; უსკდებათ მეწამული წყლულები და კანის ნაგლეჯები მიწაზე სცვივათ. ეს მოლანდებაა. ხელებაწეულები გროვა-გროვად მოდიან და გამწარებულები ყვირილით იქაურობას აყრუებენ. მიწაზე ჩვილი ბავშვი აგდია, დედა მკვდარია. მაგრამ არავის ყოფნის ძალა მივიდეს. დაეხმაროს, ხელში აიყვანოს. დარეტიანებული, დამწვარი, გადარეული ადამიანები ერთ აღრიალებულ ბრბოდ შეიკრა და ბრმად, მუჯლუგუნების კვრით ცდილობენ გამოსავალი იპოვონ.
დასახიჩრებულ ადამიანებს კოკისპირული შავი წვიმა დაატყდა თავს. შემდეგ ქარმა სულისშემხუთველი მყრალი სუნი მოიტანა…
„ჩვენ ეს გავაკეთეთ, – განაცხადა რადიოთი აშშ-ის რიგით 33-ე პტრეზიდენტმა – ჰარი ტრუმენმა. – და თუ დაგვჭირდება, კიდევაც გავიმეორებთ”.
…შეუდარებელი, ტრაგიკული სურათი: ადამიანებმა ადამიანური გონიერების უკანასკნელი ნიშანი დაკარგეს”… – (ავტორი გენია.ჯი)