ვიქტორ-მარი ჰიუგო – „მეცნიერება”
„მეცნიერება წინ როცა მიიწევს, განუწყვეტლივ შლის საკუთარ თავს. ნაყოფიერი წაშლა… მეცნიერება – კიბე… პოეზია-აღმაფრენა… ხელოვნების შედევრი მუდმივია… დანტე ალიგიერი არ შლის ჰომეროსს… ხელოვნების შედევრი, უდავოდ, უფრო მყარია, ვიდრე მეცნიერული შემოქმედება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერსაც და მხატვარსაც ერთი და იგივე სურვილი ამოქმედებთ და მათგან აზრისა და მოქმედების ერთსა და იმავე თვისებებს მოითხოვს. უმაღლეს მწვერვალებამდე მისული მეცნიერული შემოქმედებაც აღმაფრენაა… ამგვარად, მხატვარი და მეცნიერი ერთმანეთს ხვდებიან, რათა შექმნან სილამაზე და ბედნიერება ყველა წესის მიხედვით, ურომლისოდაც ცხოვრება მხოლოდ უხალისო სვლა იქნებოდა.
მეცნიერი იმ მუშას ან მხატვარს გავს, რომელნიც უძველეს ტაძრებს რომ აგებენ. ისინი მონაწილეობენ მშენებლობაში, ზოგჯერ მრავალი თაობის შრომას რომ მოითხოვს; ამის გამო არ ნელდება მათი გატაცება, სიყვარული თავისი ქმნილებისადმი, რომელსაც დასრულებულს ვერც კი იხილავენ.
რა შესანიშნავი შენობები, რა ხელოვნების ნიმუშები შეიძლებოდა შეგვექმნა თანამედროვე ტექნიკის წყალობით, თუ კი შევურიგდებოდით იმ აზრს, რომ მარტო ჩვენთვის კი არ ვაგებთ, არამედ მომავალი თაობისთვისაც!
მეცნიერება გრანდიოზულ პერსპექტივებს იმათ უშლის, ვინც მას ემსახურება. ეს არის საქმე, რომელშიც მეცნიერს ყოველდღიურად შეაქვს თავისი წვლილი და არ ცდილობს იხილოს, მისი დასასრული”. – (ავტორი გენია.ჯი)