ეპიკურე – „ეპიზოდი”
„ის იყო ძველი დროის ნამდვილი რადიკალური განმანათლებელი. აშკარად თავს ესხმოდა ანტიკურ რელიგიას და მისგან გამომდინარეობდა რომაელთა ათეიზმი, რამდენადაც იგი მათში არსებობდა. ამიტომ ლუკრეციუსი ადიდებდა მას, როგორც გმირს, რომელმაც პირველმა დაამხო ღმერთები და ფეხით გასთელა რელიგია, ამიტომ ეკლესიის ყველა მამა მას სთვლის „უღვთო ფილოსოფოსად”, per excellence, ღორად. ამის შედეგად კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ როცა პავლე ფილოსოფიის წინააღმდეგ ამხედრდა, მას მხედველობაში მხოლოდ ეპიკურელები ჰყვანდნენო”, – ასე დაახასიათა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი - ეპიკურე (ძვ.წ.აღ-ით 342-271 წლები), რომლის წინააღმდეგაც, ცნობისათვის, განსაკუთრებული ძალისხმევით ილაშქრებდა ისეთი სახელოვანი ქართველი ფილოსოფოსი და სწავლული, როგორიც გახლდათ – იოანე პეტრიწი. ღვთის უარმყოფელ ეპიკურიზმის დამაარსებელსა და მის მიმდევრებს იოანე „უგანგებოებად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)