ჟოზეფ ჟერომ ლეფრანსუა დე ლალანდი – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი ასტრონომი და 1762 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე „კოლეჟ დე ფრანსის” პროფესორი - ჟოზეფ ჟერომ ლეფრანსუა დე ლალანდი (1732-1807 წლები) ერთობ ახირებული და პატივმოყვარე პიროვნება ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის რომ, ამ პატივმოყვარე კაცს საზოგადოების ყურადღება მიეპყრო, სენსაციური განცხადებების გაკეთებისგანაც კი არ იკავებდა თავს. ლალანდის აღნიშნული თვისებების გამო, პლანეტათა თეორიის დარგში ინტენსივობით მომუშავე სერიოზულ მეცნიერს მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა. სწორედ პატივმოყვარეობამ ათქმევინა ლალანდს თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა – „მე გასანთლული ტილო ვარ, როცა მაგინებენ და ღრუბელი ვარ, როცა მაქებენო”. – (ავტორი გენია.ჯი)