კარლ გუსტავ იუნგი – „ეპიზოდი”
ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი გენიალური შვეიცარიელი ფსიქიატრისა და ფსიქოთერაპევტის - კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961 წლები) გარდაცვალებას მეტად უცნაური და შეიძლება ითქვას, მისტიური მოვლენებიც კი ახლდა თან. (ავტორი გენია.ჯი) ზუსტად იმ მომენტში, როდესაც კარლი გარდაიცვალა, ციურიხთან ახლოს მდებარე კიუსნახტის ბაღში არსებულ მის საყვარელ ხეს – მეხი დაეცა. გარდა ამისა, ზუსტად იმ დროს, როდესაც იუნგი კვდებოდა, კარლის უახლოესმა მეგობარმა – ვან დერ პოსტმა ნახა სიზმარი, რომელშიაც უკუნ გზაზე დამდგარი ფსიქიატრი შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა მას: „ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს”. იუნგის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ პოსტმა გადაწყვიტა სახელოვანი მეგობრის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაეღო კიუსნახტში. დაიწყო ფილმის გადაღება და სწორედ იმ მომენტში, როდესაც რეჟისორმა (პოსტმა) იუნგის გარდაცვალების გარემოებებზე დაიწყო საუბარი კამერის წინ, ხეს, რომელსაც კარლის გარდაცვალების დროს დაეცა მეხი, კვლავაც – მეხი დაეცა და საბოლოოდ გაანადგურა იგი. – (ავტორი გენია.ჯი)