პაოლო იაშვილი – „ეპიზოდი”
დიდი „ცისფერყანწელი” ქართველი პოეტის – პაოლო იაშვილის (1894-1937 წლები) ენგელსის ქუჩაზე განთავსებული ბინის ერთ პატარა ოთახში, ფანჯარასთან კუთხეში უდიერად მიყუდებული იყო პოლონური წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული ქართველი მხატვრის – კირილ ზდანოვიჩის მიერ დახატული პაოლოს უზარმაზარი პორტრეტი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ სურათზე პაოლოს ხელში ეჭირა ზევით ამართული დიდი ცისფერი ყანწი.
რატომღაც, თავად პაოლოს დიდ ბრაზს ჰგვრიდა ხოლმე ეს სურათი. „ – ცოდვილიანი ვარო!” – ამბობდა იგი და ხან წიგნს, ხანაც კი ფეხსაცმელს ესროდა სურათს. ერთ დღეს კი პაოლო ისე განრისხდა, რომ დანით აკუწა ზდანევიჩის მიერ დახატული ტილო. გადარჩა მხოლოდ სახე, რომელიც ტიციან ტაბიძემ წაიღო. – (ავტორი გენია.ჯი)