„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არის რაღაც არაჩვეულებრივად მშვენიერი გულიანი ადამიანების ერთმანეთისადმი მოპყრობაში განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ ადამიანს, თუნდაც ძალიან სერიოზულს, თავისი იდუმალი და ცოტათი სასაცილო ოცნებები აქვს”.

* * *

„ყველაფერს ვერ იტყვი სიტყვებით, ზოგი რამ ჯობია არასოდეს არ მოყვე კაცმა”.

* * *

„სინანული ჩვენში იმას ნიშნავს, რომ ისევ ეცე ვიღაცას”.

* * *

„რატომ უნდა გავშორდეთ ერთმანეთს უსათუოდ შურისგების წყურვილით აღვსილნი, კბილთა ღრჭენით, წყელვა-კრულვით და სხვა ამგვარით? ეჭვი არაა, სრულებითაც არაა საჭირო ერთმანეთს კისერზე ჩამოვეკიდოთ, მაგრამ ხომ შეიძლება ისე დავშორდეთ, ომ, ასე ვთქვათ, პატივს ვცემდეთ ერთმანეთს, ჰა?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შემხვედრიან ისეთი ადამიანები, რომლებიც, როგორც კი ცივი წყალი გადაევლებათ, მაშინვე უარს ამბობენ არა მარტო თავის საქციელზე, არამედ იდეაზეც, და თვითონვე დასცინიან მას, რაც ერთი საათის წინ წმიდათა წმიდად მიაჩნდათ”.

* * *

„მაჩვენე შენი ოთახი და მივხვდები რა ხასიათისაც ხარ”.

* * *

„კაცი კარგი მაგალითით ცხოვრობს”.

* * *

„ჯერ უმაღლესი იდეაა, მერე კი ფული, ხოლო თუ უმაღლესი იდეა არ ქინა, მარტოკა ფულით საზოგადოება შორს ვერ წავა, დაიღუპება”.

* * *

„გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება