ვიკუნია – „ეპიზოდი”
პერუს რესპუბლიკის ეროვნულ სიამაყედ მიჩნეული აქლემისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარა ცხოველის – ვიკუნიას ბეწვი, რომელიც „ღმერთებისა და ინკების იმპერატორების ბეწვეულად” იყო წოდებული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ, რბილ და ძვირადღირებულ ბეწვეულად არის ცნობილი და მასთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) თავად ვიკუნია და მისი ბეწვეული იმდენად ძვირად ფასობდა ადრეულ საუკუნეებში, რომ იგი დროთა განმავლობაში ინტის კულტურის განუყოფელ ნაწილადაც კი იქცა. ცნობილია, რომ ვიკუნიას ბეწვეულისაგან ინკების იმპერატორებისთვის ტანისამოსის შეკერვის უფლება მხოლოდ და მხოლოდ „მზის ცოლებად” წოდებულ ინკ ქურუმ-ქალწულებს გააჩნდათ და აღნიშნული ცხოველის ბეწვეულისაგან დამზადებული ტანისამოსის ჩაცმის პრივილეგიითაც მხოლოდ ინკების იმპერატორები და მათი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ. XVI-XVII საუკუნეების სახელოვანი პერუელი მწერალი და ისტორიკოსი – გარსილასო დე ლა ვეგა გვამცნობდა, რომ სიკვდილის დასჯის შიშით ინკები ვიკუნიას ბეწვით შეკერილი ტანისამოსით თითქმის არ იმოსებოდენო და ამაყად აქებდა იმპერატორებისათვის განკუთვნილი ტანისამოსის შესანიშნავ ხარისხს. – (ავტორი გენია.ჯი)